გამოფენები რომლებიც 2020 წელს პარიზში უნდა იხილოთ

 

 

თუ წელს პარიზში  გამგზავრებას გეგმავთ და ხელოვნების მოყვარული ხართ გთავაზობთ გამორჩეულ  გამოფენებს რომლებზეც პარიზის მუზეუმები წელს გიმასპინძლებენ.

 

„სხეული და სული“- იტალიური ქანდაკება დონატელოდან მიქელანჯელომდე

იტალიური შედევრების გამოფენა რომელიც ლუვრში გამოიფინება, Castello Sforzesco-ს მუზეუმთან თანამშრომლობით შეიქმნა. გამოფენა 2013 წლის „რენესანსის გაზაფხულის“  გაგრძელებაა, რომელიც ასახვდა  უკანასკნელი ათასწლეულის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს სკულპტურაში. ეს გამოფენა წინამორბედზე კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება.  აქ იხილავთ ქანდაკებებს, რომლებშიც არაჩვეულებრივადაა ასახული სხეულის მოძრაობა და რომლებსაც აქვთ უნარი ამაღლებული ემოციები გააღვიძონ ადამიანში.  სხეულის გამომხატველობის და ემოცების ძიება იყო იმ დროინდელი ხელოვანების მთავარი მიდგომა დაწყებული დონატელოდან დამთავრებული მიქელანჯელოთი. გამოფენა 6 მაისს გაიხსნება და 17 აგვისტოს დასრულდება.  

 

 

მოროზოვის კოლექცია – Fondation Louis Vuitton

ოთხი წლის წინ Fondation Louis Vuitton-მა გამართა თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა რომელიც ადრე სერგეი შჩუკინს ეკუთვნოდა, კაცს რომელსაც თავისი ქონება რევოლუციის შემდეგ რუსეთის მთავრობამ ჩამოართვა. ამჯერად  Fondation Louis Vuitton-მა გადაწყვიტა ომამდელი კოლექციის წარმოდეგნა რომელიც რუს ფილანტროპებს მიხეილ და ივან მოროზოვებს ეკუთვნოდათ. ნამუშევრები შეკრიბეს  ისეთი მუზეუმებიდან როგორებიცაა ერმიტაჟი და  პუშკინის  სახელობის თანამერდროვე ხელოვნების მუზეუმი. მოროზოვებს ჰქონდათ იმპრესიონისტების და თანამედროვე არტისტების ძალიან შთამბეჭდავი კოლექცია, მათ შორის მონეს, ვან-გოგის, მატისის, პიკასოს ნამუშევრები, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა მუზეუმების კოლექციებს მიეკუთვნება. ამ ნამუშევრების ერთობლივად ხილვის შესაძლებლობა პარიზში 13 ოქტომბრიდან 15 მარტამდე შეგიძლიათ.

 

მონე,რენუარი… შაგალი. ხმელთაშუაზღვის მოგზაურობა-ციფრული გამოფენა

პარიზის ციფრული მუზეუმი  The Atelier des Lumières  2020 წელს გთავაზობთ  გამოფენას რომელიც მოიცავს პერიოდს იმპრესიონიზმიდან მოდერნიზმამდე და მე-19 და მე-20 საუკუნის ხელოვნების ისტორიას ასახავს. ციფრული გამოფენა დამთვალიერებელს 20 არტისტის ნამუშევარს წარმოუდგენს, მათ შორის რენუარის, მონეს, პისაროს, მატისის, სინიაკის, დერაინის, ვლამინკის, დიუფის და შაგალის.  1880-იან წლებში ხმელთაშუა ზღვამ ბევრი არტისტი მიიზიდა, რომლებმაც დატოვეს პარიზი და სანაპიროებისკენ გაემგზავრნენ. სწორედ აქ შეიქმნა ახალი მიდგომა ფერისა და განთების მიმართ. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ორმოცი წუთის განმავლობაში იხილოს სხვადასხვა მიმდინარეობები. 500-ზე მეტი ხელოვენების ნიმუში რომელიც მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა კოლექციებში არის დაცული აავსებს პარიზის ციფრულ მუზეუმს თავისი თვალისმომჭრელი ფერებით.  გამოფენა 28 თებერვალს გაიხსნება და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

მან რეი და მოდის ფოტოგრაფია

Musée du Luxembourg 9 აპრილიდან 26 ივლისამდე  გთავაზობთ გამოფენას სახელწოდებით მან რეი და მოდის ფოტოგრაფია. ეს გამოფენა წარმოაჩენს მან რეის შედარებით უცნობი კუთხით, როგორც მოდის ფოტოგრაფს. მას უკვე მრავალი გამოფენა ჰქონდა პარიზში, მათ შორის გამორჩეული იყო  1998 წელს Grand Palais-ში, ხოლო 2008 წელს Pinacothèque-ში, თუმცა მისი ნამუშევრები მოდის სფეროში ჯერ არსდროს გამოფენილა. იგი წარმატებულულად იღებდა პორტრეტებს ნელ-ნელა კი მოდის სამყაროს მიმართ გაუჩნდა ინტერესი და ბევრ ცნობილ დიზაინერთან დაიწყო მუშაობა, მათ შორის კოკო შანელთან.  გამოფენა 1920-იანი და 1930-იანი წლების მოდას ასახავს.

 

ანრი მატისის 150 წლის იუბილე

ანრი მატისის 150 წლის იუბილეს აღსანიშვნავად Centre Pompidou გთავაზობთ მხატვრის გამორჩეულ და ძალიან ორიგინალურ გამოფენას, რომელიც აქცენტს მხატვრისა და ლიტერატურის კავშირზე ამახვილებს და ასახავს როგორ იქცა ლიტერატურა შთაგონების წყაროდ მხატვრისთვის.  ეს გამოფენა არის ყველაზე დიდი 1970 წლის რეტროსპექტივის შემდეგ, რომელიც  Grand Palais-ში იყო წარმოდეგნილი. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კურატორმა აურელი  ვერდიემ  თავი მოუყარა მის ყველაზე მნიშვნელოვან, კლასიკურ ნამუშევრებს, თუმცა ისინი ახლებური კუთხით წარმოაჩინა.  გამოფენა 13 მაისს გაიხსნება და 31 აგვისტოს დასრულდება.

 

კრისტიან ლაბუტენის გამოფენა- L’Exhibition[niste].  

Paris Palais de la Porte Dorée 25 თებერვლიდან  28 ივლისის ჩათვლით წარმოგიდგენთ  Christian Louboutin-ის გამოფენას.  არტისტი თავის შემოქმედებას და შთაგონებას გადმოგვცემს გამორჩეულ გამოფენაში სახეწლოდებით L’Exhibition[niste].  გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფეხსაცმელების უდიდესი კოლექცია, რომელთა ნაწილი ჯერ არსდროს გამოფენილა. ასევე დიზაინერის კოლაბორაციები მისთვის მნიშვნელოვან არტისტებთან, მათ შორის რეჟისორ  და ფოტოგრაფ დევიდ ლინჩთან, მულტიმედია არტისტ ლიზა რეიჰანთან, ბრიტანელ დიზაინერ დუო უიტაკერ მალემთან, ესპანელ ქორეოგრაფ ბლანკა ლისთან , პაკისტანელ არტისტ  ირმან ქურეშთან და მრავალ სხვა არტისტთან.

მსგავსი სიახლეები
2020-02-06T16:12:55+04:00 06-02-2020, 14:15|კულტურა|