ოამულ ლუს ფერადი სამყარო

ოამულ ლუს ფერადი სამყარო

ჩინელი ილუსტრატორი ოამულ ლუ თავისი თბილი, ნათელი და ხალისიანი ნახატებით უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მისი ილუსტრაციებით უკვე 5 წიგნი გამოქვეყნდა და ითანამშრომლა ისეთ ცნობილ ბრენდებთან როგორებიცაა Chanel, Apple, Luis Vuitton და მრავალი სხვა, 2014 წელს მან შექმნა მარკები გაერთიანებული ერებს ორგანიზაციისთვის.

ოამულ ლუ ბავშვობიდან ხატავდა, თუმცა ფიქრობდა რომ ეს ვერ გახდებოდა მისთვის შემოსავლის წყარო. მან ინტერიერის დიზაინი შეისწავლა და მუშობა კომპიუტერული თამაშების შემქმნელ კომპანიაში დაიწყო. ერთ დღეს მეგობარმა მას ურჩია ხატვა შემოსავლის წყაროდ ექცია. მართლაც მისი ილუსტრაციები ძალიან მოეწონათ სხვადასხვა გამომცემლებს და სთავაზობდნენ მისი ნამუშევრების ჟურნალებში გამოქვეყნებას. 2014 წელს ოამული წამოვიდა სამსახურიდან და თავი მთლიანად ილუსტრაციების შექმნას მიუძღვნა.

ბუნება ოამულ ლუსთვის ყოველთვის შთაგონების წყარო იყო, იგი მთებში, პატარა ქალაქში დაიბადა და იქაურმა ბუნებამ დიდი გავლენა იქონია მის მხატვრობაზე. ოამული ცდილობს იმოგზაუროს ისეთ ადგილებში,  რომლებიც ლამაზი პეიზაჟებით გამოირჩევა და შემდგომ ეს თავის შემოქმედებაში ასახოს. მას აქვს სამყაროს  ლამაზად აღქმის უნარი და ცდილობს ეს გარეშმომყოფებს თავისი ნახატებით გაუზიაროს. ოამულის გვერდზე შეხვდებით წლის სეზონების არაჩვეულბრივ ილუსტრაციებს, ძალიან თბილ ანიმაციებს და მის მიერ გამოგონილ პერსონაჟებს. მისი ნამუშევრები ბავშვური უმანკოებით გამოირჩვეა.  ილუსტრატორის თქმით, მის სტილზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ოლივერ ჯეფერსის შემოქმდებამ. ყველაზე მეტად იმის ხატვა სიამოვნებს რაც თვითონ მოუნდება, თუმცა მისთვის კარგი შემოსავლის წყარო არის შეკვეთები რომლებსაც სხვადასხვა კომპანიებისგან იღებს. მისი ძირითადი კლიენტები ჩინური კომპანიებია, თუმცა იგი ასევე საერთაშორისო ბრენდებანაც თანამშრომლობს. ოამულის პრინტებით სხვადასხა პროდუქცია იბეჭდება და დიდი წარმატებით სარგებლობს. მისი შემოქმედება შეგიძლიათ სხვადასხცა სოციალურ ქსელში იხილოთ, როგორებიცაა: Tweeter facebook, Instagram, behance, weibo,Douban, We chat.

მსგავსი სიახლეები
2019-05-06T17:41:08+04:00 06-05-2019, 17:32|კულტურა|