სკოლა Coffee & Wine Bar

სკოლა Coffee & Wine Bar

რუსთაველის თეატრთან მდებარე კაფე “სკოლა“უკვე წელიწადაზე მეტია რაც გაიხსნა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. იგი თავს  ორი მიმართულებით  წარმოაჩენს, როგორც Coffee and Wine bar  და ასევე Creative Community Space. მინიმალისტური დიზაინის მქონე სივრცე გამოირჩევა specialty ყავით, ღვინის ფართო არჩევანით  და ჯანსაღი და გემრიელი საკვებით, გარდა ამისა ეს არის არაჩვეულებრივი სამუშაო გარემო და შეხვედრების ადგილი. კაფეში ხშირად იხილავთ როგორც ქართველ, ასევე უცოხელ სტუმრებს. „სკოლა“-ს გუნდის ერთ-ერთი მიზანია შექმნას ღია სივრცე კომუნიკაციისთვის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემების განხილვისთვის. მათ უკვე არაერთი პროექტი განახორცილეს და წინ კიდევ საინტერესო გეგმები აქვთ. ყოველ თვე აქ შეგიძლიათ სხვადასხვა  ავტორის ფოტოგამოფენის ხილვა. „სკოლა“-ს ასევე აქვს წიგნების კლუბი, სადაც წიგნის მოყვარულები ფინჯან ყავასთან ერთად სხვადასხვა ნაწარმოების განსახილავად იკრიბებიან.  კაფეში იმართება კინოჩვენებები, გამოფენები, მასტერკლასები და ვორკშოპები. ეს მრავალფუნქციური სივრცე თბილისში ნამდვილად  გამორჩეული ადგილია და სწორედ ამით ხიბლავს  თავის სტუმრებს.

მსგავსი სიახლეები
2019-04-19T16:54:29+04:00 18-04-2019, 19:50|slider, რეკომენდაციები|