უბნის კაფე-რამონა

თუ თქვენ სოლოლაკში ცხოვრობთ და გემრილი ყავა გიყვართ, მაშინ ნამდვილად გაგიმართლათ, ერთხელ მაინც თუ ესტუმრებით პაოლო იაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „რამონას“ იქ კიდევ აუცილებლად დაბრუნდებით, თუმცა ეს პატარა და მყუდრო  უბნის კაფე, როგორც მისი სახელი მიგვითითებს, არამხოლოდ ამ უბნის მოსახლეობისთვის, არამედ ნებისმიერი გამვლელისთვის და ტურისტებითვის მომხვიბველელი ადგილიცაა. სოლოლაკში მოსეირნე და მთაწმინდისკენ მიმამვალი ადამიანები სიამოვნებით ჩერდებიან „რამონაში“ ყავის დასალევად. მცირე ზომის მიუხედავად, მისი დიზაინი აუცილებლად მიიბყრობს თქვენს ყურადღებას, ყველაზე თვალისმომჭრელი აქ სოლოლაკის ძველი სახლებისთვის დამახასიათებელი მოხატული ჭერია, რომელიც თავდაპირველი ფორმით არის შენარჩუნებული.  როგორც აქ გვითხრეს, ეს ბინა ადრე გურამ დოჩანაშვილის ბებიას ეკუთვნოდა და მწერალიც დიდ დროს ატარებდა ამ სახლში.

გამორჩეულად გემრიელ ყავასთან ერთად „რამონაში“  სხვადასხვა არომატის ძალიან გემრიელი კექსებიც შეგიძლიათ მიირთვათ.  მისი კიდევ ერთი ხიბლი ჟურნალების და გაზეთების დიდი არჩევანია, კაფე ყოველთვიურად მარაგდგება ახალი, დამოუკიდებელი ჟურნალებით, ასე რომ ფინჯან ყავასთან ერთად შეძლებთ გაეცნოთ თანამედროვე პრესას და ცოტა ხნით მოწყდეთ ტექნიკას და სოცილაურ ქსელებში მჩქეფარე ცხოვრებას. სასიამოვნო მომსახურება, მყუდრო გარემო და  მისაღები ფასები ერთობლივად ქმნის ამ ადგილის ხიბლს და ხდის მას გამორჩეულს.  სამომავლოდ „რამონა“ სოლოლაკის მაცხოვრებლების გარდა სხვა უბნების მოსახლეობასაც გაახარებს,  კერძოდ კი მისი ფილიალების გახსა პლეხანოვზე და ვერაზეც არის დაგეგმილი. მანამდე კი აუცილებლად გაისეირენთ სოლოლაკის ძველ ქუჩებში და აღმოაჩინეთ „რამონა“.

მსგავსი სიახლეები
2019-04-18T20:12:25+04:00 18-04-2019, 20:03|slider, რეკომენდაციები|