შეიხედეთ “Olivia”- ში …

შეიხედეთ “Olivia”- ში …

 

ადგილი რომელიც ქუჩიდან შეიძლება ვერც კი შეამჩნოთ, თუმცა როგორც კი შიგნით შეიხედებით მოხიბლული დარჩებით. პატარა, მყუდრო და ძალიან ლამაზი ინტერიერი, მოხატული კედლებით, პასტელური ფერებით და ყვავილებით. კაფეს აქვს ძალიან მყუდრო და გამწვანებული შიდა ეზო, რომელიც თბილ ამინდში სტუმრების საყვარელი ადგილია. „ოლივია“ ფრანგული რესტორნის „ლე მარეს“, „მუხაცაკატუხას“ და „ალუბლის“ ერთგვარი სინთეზია. სასიამოვნო გარემოსთან ერთად მისი მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანი და ჯანსაღია. ფრანგული, ინგლისური საუზმე და კვერცხის ნაირსახეობები დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მიირთვათ. „ოლივია“ გთავაზობთ მსუბუქ სალათებს, წვნიანებს, ტოსტებს, ცხელ კერძებს და გამორჩეულ ტკბილეულს გემრიელ ყავასთან ერთად. ეს ადგილი არაჩვეულებრივია დღის ნებისმიერ მონაკვეთში სტუმრობისთვის და მეგობრებთან ერთად სასიამოვნო საღამოს გასატარებლად. ბაზალეთის 8 ნომერში მდებარე კაფეს შეგიძლიათ დილის 11 საათიდან საღამოს 11 საათამდე ეწვიოთ.

 

მსგავსი სიახლეები
2019-05-06T17:16:00+04:00 06-05-2019, 16:53|რეკომენდაციები|