“AEMBI” – წიგნაკების სიყვარულით დაწყებული ამბავი

“AEMBI” – წიგნაკების სიყვარულით დაწყებული ამბავი

“აემბი”- ადგილი რომელსაც ვერც ერთი საკანცელარიო ნივთების მოყვარული ვერ ჩაუვლის გულგრილად. უკვე  2 თვეა  თაქთაქიშვილის ქუჩაზე პატარა და ძალიან ლამაზი მაღაზია გაიხსნა, რომელიც საქართველოში წარმოებულ ქაღალდის საკანცელარიო პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს. წიგნაკები, ქაღალდები, სანიშნები, შესაფუთი ქაღალდები, კვირის დასაგეგმები და ყველა აქ წარმოდგენილი პროდუქტი გამოირჩევა თვალისმომჭრელი ილუსტრაციებითა და მაღალი ხარისხით.  კომპანია  “აემბი”  დიზაინერმა და  ილუსტრატორმა ანა ბაქრაძემ თავის მეუღლესთან ერთად შექმნა და თავად გვიამბო მის შესახებ.

რას აწარმოებს კომპანია აემბი?

ჩვენი კომპანია აწარმოებს  ქაღალდის საკანცელარიო პროდუქციას.  სხვადასხვა კოლექციები სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. გვაქვს საბავშვო, გასართობი, შემოქმედებითი და სხვა ტიპის ფუნქციონალური პროდუქტები, გაფორმებული მრავალფეროვანი დიზაინით, განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანებისთვის.

საიდან გაჩნდა იდეა?

იდეა დიდი ხნის წინ წიგნაკების მიმართ განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ ნელნელა ჩამოაყალიბა. მგონია რომ სწორი წიგნაკი შეიძლება ახალი შთაგონების წყარო გახდეს ახალი საქმიანობისთვის. რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინეთ, რომ ადამიანებს უცნაურად უყვართ წიგნაკები, ალბათ ზუსტად ამ ინსპირაციის გამო.

შემდეგ ისიც აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არამარტო არ მზადდებოდა, არჩევანიც კი არ იყო მრავალფეროვანი ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნაკების. ამავდროულად ვაგროვებდით ჩვენი შვილების ნახატებს და როგორც დიზაინერი ვფიქრობდი, რომ ეს ილუსტრაციები არაჩვეულებრივად გააფორმებდა საბავშვო ნივთებს. 2012 წელს ეს ყველაფერი ერთმანეთთან დავაკავშირეთ და გამოგვივიდა აემბი.

როგორ შეარჩიეთ კომპანიის სახელი?

აემბი – ჩვენი ხუთი შვილის სახელების ინიციალებია.

ლექსანდრე

ლისაბედი

არიამი

არბარე

ოანე

როგორ იქმნება დიზაინი და ვინ ქმნის მას?

დიდხანს ვფიქრობდით, რომ “აემბის” პროდუქცია მხოლოდ ჩვენი ბავშვების ნამუშევრებით უნდა ყოფილიყო გაფორმებული. თუმცა საბავშვო ნახატებით ძნელია ყველა გემოვნების დაკმაყოფილება. ამიტომ დაახლოებით ერთი წლის წინ გადავწყვიტეთ, რომ დიზაინში ჩემი ილუსტრაციებიც ჩამერთო და ჩვენი ასორტიმენტი და სერიების რაოდენობა საგრძნობლად გავზარდეთ.

ვინ არის თქვენი ძირითადი მიზნობრივი აუდიტორია?

ჩვენ ვცდილობთ არ დავტოვოთ არც ერთი ადამიანი, რომელიც ჩვენთან მისთვის საინტერესო პროდუქტს ვერ ნახავს, პროფესიის, ინტერესების და ასაკისგან განურჩევლად. თუმცა ამის მისაღწევად ჯერ კიდევ მეტი დროა საჭირო.  ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც მოზარდები ასევე მოხუცებული ადამიანები, რაც ძალიან გვახარებს.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ხარისხი? როგორც ვიცით ბავშვების პროდუქციას მაღალი ხარისხის საღებავებით ბეჭდავთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ყველა დიზაინი, ყველა ფოტო თუ ილუსტრაცია ჩვენს მიერ იყოს შექმნილი, ამიტომ არასდროს ვიყენებთ კლიპარტს, ან სხვა წყაროებს დიზაინის მოსაპოვებლად. ფოტო სერიის დამზადებისას ბევრი ვიმოგზაურეთ. ეს კოლექცია გაფორმებულია მსოფლიოს ქალაქებში გადაღებული ფოტოებით, ცხოველებით და მცენარეებით. მოგზაურობისას შევისწავლეთ ქაღალდის პროდუქციის მწარმოებლების წამყვანი ბრენდები და მათი კოლექციები, გავეცანით ამათუიმ პროდუქტის დამზადების სხვადასხვა ტექნოლოგიებს. ჩვენი პროდუქციის ხარისხიც ჩვენი ამბიციაა, რომელიც ერთგვარად ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე გვინდა მეტყველებდეს.

რამდენად რთულია რომ მაღალი   ხარისხის მიუხედავად ფასი იყოს ხელმისაწვდომი?

ყველა მომხმარებელი ერთნაირად ძვირფასია. ყველა ვისაც მოწონს ის რასაც ჩვენ ვქმნით იმის მიუხედავად ვის რამდენი პროდუქტის შეძენა შეუძლია. გვინდა, რომ ჩვენი პროდუქტები მივიდეს იქამდე ვისთვისაც მათ ვქმნით. არსებული ყიდვისუნარიანობა მაღალი არ არის. ამიტომ შეღავათის გაკეთება ჩვენი მოგების ხარჯზე გვიწევს, თუმცა პროდუქციის მეტი რაოდენობით რეალიზება დანაკარგს გარკვეულწილად აბათილებს. ფასების მიმართ ეს მიდგომა უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილებას და პოზიტიურ დამოკიდებულებას, რაც თავისმხრივ უზრუნველყოფს მომხმარებლის დაბრუნებას ჩვენს მაღაზიაში.

გვესაუბრეთ თქვენს მიდგომაზე ფერბის შერჩევისას..

ფერები არის ყველაზე რთული და ხანგრძლივი სამუშაო ნაწილი. სწორ ან არასწორ ფერს პირდაპირი კავშირი აქვს განწყობასთან. ფერები ან იწვევს პოზიტიურ ემოციას ან არ იწვევს. ამიტომ მთელი ჩემი შეგრძნების აღქმა მიმართულია ამ ნაწილზე, ვარჩევ ძალიან დიდხანს, ძალიან დიდხანს ვუყურებთ სანამ ტირაჟს ჩავუშვებთ და ძალიან ფრთხილად ვბეჭდავთ.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

განვითარება, გაზრდა და მეტი მრავალფეროვნება.

მსგავსი სიახლეები
2019-05-10T14:59:05+04:00 06-05-2019, 16:23|slider, რეკომენდაციები|