რას ველოდოთ Beauty Exhibition 2019-ზე?

 


სილამაზის ინდუსტრია უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. ამ ინდუსტრიის მიერ შემოთავაზებული პროდუქცია და სერვისებიც ყოველწლიურად მატულობს და შესაბამისად არჩევანის გაკეთება რთულდება. ამიტომ, ერთ სივრცეში გაერთიანებული ბაზარზე არსებული პროდუქტები და სერვისები ძალიან საინტერესო შემოთავაზებაა მომხმარებლისთვის. სწორედ ამ მიზნით Expo Georgia უკვე თითქმის 10  წელია სილამაზის გამოფენას მართავს. წელს, საგამოფენო ცენტრი 8-10 ნოემბერს, მე-11 პავილიონში, უმასპინძლებს დამთვალიერებელს. კომპანიები, სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები მრავალფეროვან პროდუქციას და თავიანთ უახლეს სერვისებს  საკუთარ სტენდებთან გააცნობენ მოსულ სტუმრებს. თავის მოვლის საშუალებების მრავალფეროვანი არჩევანი, თმის და  სახის დიაგნოსტიკა, საინტერესო ფასდაკლებები, სხვადასხვა პროცედურები, სპეციალური შემოთავაზებები და სხვა სიურპრიზები ელის აქ მოსულ დამთვალიერებლს.  წელს გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კომპანიები როგორებიცაა: Natali, Aromatika, Sadapi, Beauty and the Box, More beauty, Pharma Naturales Georgia, Weleda – Naturalpharm, PIEL Naturals, Korean Cosmetics, Aversi, Botanic – Woman and Health, Skin Care Geo, Delfy Georgia, Bubbles Theory  და მრავალი სხვა.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდება კონფერენციები და მასტრეკლასები.  8 ნოემბერს გაიმართება კონფერენცია თემაზე: „მენეჯმენტი სილამაზის ინდუსტრიაში“ რომელსაც უკრაინიდან ჩამოსული სპიკერები გამართავენ. მასზე დასასწრებად  წინასწარი რეგისტრაცია არის საჭირო.

9 ნოემბერს თიბისი სტატუსის მომხმარებელთათვის ეკატერინე ბაბუნაშვილი და ანა ტაკიძე ისაუბრებენ  თემაზე: „ჰარმონიაში საკუთარ თავთან“.
წინასწარი რეგისტრაცია

“საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაცია”  სტუმრებს მრავალფეროვან მასტერკლასებს და ლექია-საუბრებს სთავაზობს:
8 ნოემბერი- 11.00-12.00  ლექცია-საუბარი თემაზე: ” სილამაზის შენარჩუნების ყველა საშუალებები და ხერხები”(სწორი კვება, მავნე და სასარგებლო დიეტები, პოპულარული დიეტების ანალიზი, უკანასკნელი წლების სიახლეები ნუტრიციოლოგიაში )
13:00 -15:00 -მასტერ-კლასები და საჩვენებელი  მასაჟები სხვადასხვა სახეობაში.
15:00-16:00კითხვა-პასუხი -სასარგებლო რჩევები ექიმისაგან
16:00 17:00-” სილამაზის შენარჩუნების ყველა საშუალებები და ხერხები” (როგორ შევინარჩუნოთ ხერხემლის  სისწორე ბავშვობიდან ღრმა სიბერემდე)
17:00-18:00 -სატესტო მასაჟები

ნოემბერი-11.00-12.00- ლექცია-საუბარი თემაზე: ” სილამაზის შენარჩუნების ყველა საშუალებები და ხერხები”(ალტერნატიული და ტრადიციული მეთოდები – ჯადოსნური წერტილები)
13:00-14:00 -ჰირუდოთერაპია (მკურნალობა სამედიცინო წურბელებით, ჰირუდოთერაპია სახეზე)
13:00 -15:00-მასტერ-კლასები და საჩვენებელი  მასაჟები სხვადასხვა სახეობაში.
15:00-16:00-კითხვა-პასუხი-სასარგებლო რჩევები ექიმისაგან
16:00 17:00-” სილამაზის შენარჩუნების ყველა საშუალებები და ხერხები ” – რეფლექსოლოგია , ნემსთერაპია  17:00-18:00 სატესტო მასაჟები

10 ნოემბერი-11.00-12.00 ლექცია-საუბარი თემაზე: “სილამაზის შენარჩუნების ყველა საშუალებები და ხერხები ” – (ყველაფერი ცელულიტის შესახებ )
13:00 -15:00-მასტერ-კლასები და საჩვენებელი  მასაჟები სხვადასხვა სახეობაში.
15:00-16:00-კითხვა-პასუხი-სასარგებლო რჩევები ექიმისაგან
16:00 17:00-“სილამაზის შენარჩუნების ყველა საშუალებები და ხერხები – ზედმეტ წონასთან ბრძოლის რეალური მეთოდები”
17:00-18:00 -სატესტო მასაჟები

თუ გსურთ რომ  გაეცნოთ,  ახალ და ნაცნობ,  ქართულ და უცხოურ კომპანიებს, გაიგოთ რა სიახლეებს გთავაზობენ ისინი 2019 წელს, მაშინ სილამაზის გამოფენა ის ადგილია რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

 

 

 

 

 

ფოტო მასალა: Expo Georgia-ს 2018 წლის არქივიდან

 

მსგავსი სიახლეები
2019-11-06T20:36:25+04:00 05-11-2019, 20:38|slider, სიახლეები, სილამაზე|